დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს საოლქო სამმართველოს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2 ადამიანი დებალცევოში, ერთი კი მარიინსკის რაიონში სროლისას დაიღუპა. სროლის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია წყალმომარაგება და სატელეფონო კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები