უკრაინიდან „ლაიფ ნიუსის“ ჟურნალისტების დეპორტი მოხდა

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტების დეპორტაცია მოხდა. ქვეყნიდან 30 იანვარს დაკავებული რუსეთის ტელეკომპანია „ლაიფ ნიუსის“ ჟურნალისტები ელიზავეტა ხრამცოვა და ნატალია კალიშევა გააძევეს. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ განაცხადა, გაძევებულ ჟურნალისტებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის განმავლობაში ეკრძალებათ.
„ბედნიერად! როგორც ჩვენთან ამბობენ“, – უსურვა ლუბკივსკიმ დეპორტირებულ ჟურნალისტებს სოციალური ქსელის საშუალებით.
„ლაიფ ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ტელეკომპანიის თანამშრომლების – ჟურნალისტ ელიზავეტა ხრამცოვას და მისი ოპერატორის ნატალია კალიშევას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დასტურდება.
ჟურნალისტების გათავისუფლებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებულთა გათავისუფლება და „მედიის წარმომადგენლების დაშინების პრაქტიკის შეწყვეტა“ მოითხოვა. უკრაინის უშიშროების სამსახურში კი განმარტეს, რომ ხრამცოვას და კალიშევას საქმიანობას „ჟურნალისტურ საქმიანობასთან არავითარი საერთო არ აქვს“ და აღნიშნეს, რომ „ლაიფ ნიუსის“ ქმედებები უკრაინის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები