სოსო რობაქიძე იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს შეხვდა
სოსო რობაქიძე, 6 -კაციან საბჭოსთან ერთად, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა, მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს შეხვდა. მისი თქმით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ საგამოძიებო უწყება რეალურად არის დაინტერესებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებით. სოსო რობაქიძის განცხადებით, პროკურორები დაჰპირდნენ, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება.
„საბჭოსთან ერთად გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს შევხვდით. ვისაუბრეთ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. მოგვცეს იმედი. კარგია, რომ ჩვენთან აქვთ კომუნიკაცია. რაღაც ნაბიჯები გადადგმულია და ჩვენ მოვითხოვეთ ამ საქმის გახსნა“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.