ვერა წიგნაძის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება

31 იანვარს ცნობილი ქართველი ბალერინის შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. თბილისის საკონცერტო დარბაზში ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორის – ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი იგეგმება.
ნინო ანანიაშვილის ინიციატივით გამართულ საღამოზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან. შესრულდება ნაწყვეტები იმ ბალეტებიდანაც, სადაც ვერა წიგნაძე ცნობილ პარტიებს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები