რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებით იმედგაცრუებულია
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებით და გაფართოებით.
შეგახსენებთ, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო. სანქციების გაგრძელების შესახებ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერზეა გამოქვეყნებული.
„სამწუხაროა, რომ საბჭო კიდევ ერთხელ აგრესიული უმცირესობის მძევალი აღმოჩნდა, რომლისთვისაც უკრაინის კრიზისი მხოლოდ რუსეთისა და ევროკავშირის ნორმალური თანამშრომლობის შეფერხებისა და რუსოფობიის თავზე მოხვევის მიზეზია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
როგორც ჩანს, „აგრესიულ უმცირესობაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთს, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას და პოლონეთს გულისხმობს. სწორედ ეს ქვეყნები მოსკოვის მიმართ ზეწოლის გასაძლიერებლად აქტიურად გამოდიან.
სამინისტროს ხელმძღვანელობის მოსაზრებით, ევროკავშირი „განაგრძობს იმ კურსით მოძრაობას, რომელიც რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების გამწვავებაზეა ორიენტირებული“.