მანანა კობახიძე: ბერუჩაშვილის განცხადებაში ადგილი ჰქონდა უზუსტობას

“კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებაზე ამ ეტაპისთვის საუბარი არ არის და ის გაგრძელდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გარკვეულ უზუსტობას.
“თამარ ბერუჩაშვილი საკუთარ განცახდებაში ალბათ იმას გულისხმობდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარასინ-აბაშიძის დიალოგი აქტიურად არ გაგრძელებულა. რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარი არ გვითქვამს. ეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, პოლიტიკური რეალობა და რეჟიმი, რაც რუსეთთან გვაქვს და რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. მეორეა, ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები, რომლის თაობაზეც შემდგარია კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი. ამ ეტაპისთვის, ამ ფორმატის გაუქმებაზე საუბარი არ არის და ის გაგრძელდება. ვფიქრობ, ამ მხრივ გარკვეულ უზუსტობას ჰქონდა ადგილი და ლაპარაკი საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ არის”, – გაცხადა მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები