ვერშბოუ: არ დავიწყებ სპეკულაციას საქართველოს ნატოში გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით

საქართველო უახლოვდება ნატოს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა, მიაღწიოს საკუთარ დასახულ მიზანს.
“უელსში მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფოკუსირებულს ხდის საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ. საქართველო თავის გასავლელ გზას გაივლის. ქვეყანა უახლოვდება ნატოს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს გვითქვამს “დედლაინის” – საბოლოო ვადის შესახებ”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები