სასწრაფოდ: მაშავერის ნაპირებზე დახოცილი თევზი ყრია

  ბოლნისში, მდინარე მაშავერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი ის ათასობით გარდაცვლილი თევზია, რომელიც მდინარემ დღეს დილით გამორიყა. ბოლნისელები მკვდარ თევზებს, სავარაუდოდ, საკვების მიზნით აგროვებენ. „ბოლნისის გაზეთის“ ინფორმაციით, ბოლნისში, მდინარე მაშავერის სანაპიროზე წყალმა ათასობით მკვდარი თევზი გამორიყა. ამავე გამოცემის თანახმად, მკვდარი თევზის დიდი რაოდენობით გამორიყვა მდინარის წყლის მოწამვლამ გამოიწვია. მოსახლეობა გამორიყულ თევზს აგროვებს საკვებად, რამაც შესაძლოა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ დააყენოს.

1969866_808510995829559_389923504_o 1972953_808516439162348_818012325_o 1981184_808510435829615_662115228_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები