ნუგზარ წიკლაური – ქაოსი, სრული ქაოსი…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური საგარეო საქმეთა მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებებს ქაოსურს უწოდებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ბაზარს “ძალიან არაპროგოზირებადი” უწოდა.
“ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
ორიოდე საათის შემდეგ მინისტრის განცხადებას ამავე კაბინეტის წევრი – სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გამოეხმაურა. “ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.
ქაოსი, სრული ქაოსი…“,- წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები