ბრიტანეთის ჩრდილოეთი დიდთოვლობის გამო პარალიზებულია

დიდ ბრიტანეთში დიდთოვლობის გამო, მანჩესტერის ცეტრალურმა აეროპორტმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა. შეფერხდა სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესიც შეწყვეტილია. სტიქიამ განსაკუთრებით შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილი  დააზარალა.
ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა დევიდ ქემერონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განცხადა, რომ ჩრდილო ირლანდიაში არსებული დიდთოვლობის გამო, ის ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ის იმედოვნებს, რომ გატარებული ზომების შედეგად, ქვეყნის მთვრობა სტიქიური უბედურებების დროულ პრევენციას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები