თოვლის საფარის გაუწმენდაობის გამო, ჯონ ქერი 50 დოლარით დააჯარიმეს
ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის 50 -დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ბოსტონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 დოლარით დააჯარიმა. მიზეზი ის გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საკუთარი სახლის წინ არსებული თოვლის საფარის გაწმენდა არ ისურვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როდესაც მას ჯარიმა გამოუწერეს, ის ამერიკის პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან ერთად, საუდის არაბეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.