სეპარატისტებმა კიევში თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმა სცადეს
სეპარატისტების ჯგუფმა “აიდარმა” უკრაინის დედაქალაქ კიევში თავდაცვის სამინისტროსთან მდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტებს სამინისტროს შენობაშიც სურდათ შეღწევა, თუმცა შესაძლო თავდასხმის ლოკალიზება ადგილზევე მოხდა.
თავდაპირველად, სეპარატისტებთან შესახვედრად შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გამოვიდა, თუმცა სეპარატისტებმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან მოინდომეს შეხვედრა.
ამბოხებულებმა ტრანსპორტის პარალიზება და იმ ტერიტორიის საჰაერო სივრცის დაბლოკვაც კი მოახერხეს. ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია, თუმცა ამბოხებულები დაკავებულები არ არიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტებს დნეპრისპირეთის გუბერნატორი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, იგორ კილომოისკი აფინანსებს.