დე ფაქტო სოხუმი და ყირიმის სიმფეროპოლი დაძმობილების ხელშეკრულებას ამზადებენ

დე ფაქტო სოხუმი და ყირიმის სიმფეროპოლი დაძმობილების ხელშეკრულებას ამზადებენ, – ამის შესახებ ინფრომაციას აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი” ავრცელებს.
სიმფეროპოლისში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის დე ფაქტო წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინ პოლია და სიმფეროპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ აგეევი ესწრებოდნენ.
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქსა და „ყირიმის ფედერალური ოლქის” ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ სიმფეროპოლს შორის დაძმობილებული ურთიერთობის დამყარების შეთანხმება შედგა.
მათივე ცნობით, შეხვედრისას აგეევმა და ავიძბამ თანამშრომლობის და ახლო ურთიერთობის დამყარების მცდელობისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს. დაძმობილებული ურთიერთობის დამყარების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პროცედურული შეთანხმების შემდეგ მოხდება.
აფხაზური მხარის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერა სიმბოლურად, ყირიმის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის 1 წლისთავთან დაკავშირებით შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები