მოსკოვის რესტორანში კლიენტებს ვეფხვის ხორცს აჭმევდნენ

 

მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში იშვიათი ცხოველების, სავარაუდოდ, ამურის ვეფხვის და შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდის თავები, ტყავები და ხორცი აღმოაჩინეს. აღნიშნული ცხოველების ხორცს რესტორნის თანამშრომლები, სავარაუდოდ, დაწესებულების კლიენტებს აჭმევდნენ. საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რადგან აღმოჩენილი ცხოველების სახეობები წითელ წიგნში არიან შეტანილნი.

მოსკოვის პოლიციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ცხოველების ხორცის ერთი კილოგრამი შავ ბაზარზე დაახლოებით 100 000 რუბლი ღირს. თავის და ბარკლის ფასი – 250 000 რუბლია, ხოლო ტყავის – 700 000 რუბლი. ცნობილია, რომ ამურის ვეფხვის და შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდის ხორცი აღმოსავლეთის სამზარეულოს კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.

გარდა ამისა, მას სპეციფიური სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები