რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოში კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი რუსი დეპუტატის განცხადებით, დარბაზში ტექნიკური პრობლემის გამო მისი ხმის მიცემის პულტი არ მუშაობდა. ამ განცხადებას ევროსაბჭოს წევრების სიცილი მოჰყვა, რადგან სინამდვილეში რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება ოფიციალურად ჩამოერთვა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციის მიმართ დაწესებული სანქციები აპრილამდე იმოქმედებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი 148 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 64 ადამიანი იყო.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის განცხადებით კი, რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მთელი წლით ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები