საბჭოთა ჯარების მიერ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების გათავისუფლებიდან 70 წელი გავიდა. ყოფილი ბანაკის ტერიტორია პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით „ბი-ბი-სიმ“ გადაიღო. დღეს ოსვენციმის ბანაკს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი და ყოფილი პატიმრები ეწვევიან.
შეგახსენებთ, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ააშენეს. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები. 1940-1945 წლებში ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ებრაელი იყო.