ერგნეთში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე მსჯელობენ

  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გოჩა რატიანის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება ბოლო შეხვედრიდან დღემდე ყველა ინციდენტი. „შეხვედრაზე განიხილება ყველა ის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო შეხვედრიდან დღემდე. ჩვენ ვიმსჯელებთ მავთულხართებისა და ღობეების ინსტალაციის საკითხზე, ამჟამად, ატოცის მიმართულებით“, – განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დღეს არ გამოჩენილან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები