რუსები სოხუმში სომხურ მოსახლეობას თავს დაესხნენ

რუსები სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში სომხურ მოსახლეობას თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა თავდასხმა 8 ოჯახზე განახორციელეს. სოფელ აჩადარაში, ძირითადად, ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ. რუსები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებით და „უაზის“ ტიპის მანქანით შეიჭრნენ, მოსახლეობას ფული და ოქროს ნაკეთობები წაართვეს. ერთ-ერთი ოჯახიდან კი რუსებმა მანდარინებით სავსე მანქანა გაიტაცეს, რომელიც გზად გაფუჭდა. სამხედროებმა მანქანა გზაზევე, ეშერას ხიდზე დატოვეს. თავდასხმის დროს სამხედროები  სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მათგანი, 76 წლის ლიუსია კოჩარიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეს სოხუმის ე.წ. პოლიცია იძიებს.
მოსახლეობის თქმით, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია თავდამსხმელებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები