„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს ასობით ქალი შეემატა
550 ქალი დასავლეთ ევროპიდან, ერაყში და სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა. ამ მონაცემებს შესაბამისი კვლევა ადასტურებს, – წერს „ბი-ბი-სი“. სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის ავტორები გაოცებულები არიან, თუ რატომ ტოვებენ ქალები ყველაფერს და საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ იმის გამო, რომ „ბოევიკების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იცხოვრონ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – პირადი პრობლემები და ჯიჰადისტზე გათხოვებაა. კვლევის თანახმად, „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებულ ქალებს ვერც წარმოედგინათ, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, მაგრამ უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს.