ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 140 დეპუტატის მხარდაჭერით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების დაუშვებლობის შესახებ.
ასევე დამტკიცდა უკრაინის მიერ ინიცირებული შესწორება რეზოლუციაში. შესწორება რუსეთისადმი მოწოდებას მოიცავს, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების დაფინანსებისგან, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერისგან და დაიცვას “მინსკის შეთანხმება”.