ობამამ და მერკელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინის აღმოსავლეთით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ორივე ლიდერმა უკრაინის აღმოსავლეთით ძალადობის ფაქტების შესამჩნევი ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის ფორმირების დასრულების მნიშვნელობა აღნიშნა. თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ეს უკრაინის ხელისუფლებას ეკონომიკის სტაბილიზების პროცესში დაეხმარება.