შემთხვევა თბილისში – ახალგაზრდა მამაკაცს ფეხის ათივე თითის ამპუტაცია დასჭირდა

32 წლის მამაკაცს, მოყინვის შედეგად, ფეხის ათივე თითის ამპუტაცია დასჭირდა – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში პაციენტის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შემთხვევა თბილისში მოხდა.
„დილის საათებში კლინიკაში 32 წლის მამაკაცი შემოიყვანეს, რომელსაც ორივე ფეხის ტერფი მოყინული ჰქონდა. პაციენტს ქვედა კიდურები დაახლოებით ერთი კვირის წინ მოეყინა. სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანისას, მამაკაცს ათივე თითი გაშავებული ჰქონდა, სახეზე იყო მე-3 ხარისხის მოყინვა. მას სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, როს შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცმა ათივე თითი დაკარგა“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, პაციენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ შემთხვევა თბილისში ერთი კვირის წინ მოხდა, მან ღამე ქუჩაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები