ლონდონში ლიტვინენკოს სიკვდილის საქმეზე მოსმენები იწყება

ლონდონში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმეზე საჯარო სასამართლო მოსმენები იწყება. სავარაუდოდ, მოსმენები 31 მარტამდე გასტანს. დღეს შესავალი სიტყვით მოსამართლე, გამოძიების კონსულტანტები და პროცესის საკვანძო მონაწილეები – ლიტვინენკოს ქვრივი და ვაჟი, ბრიტანული შსს-ს, პოლიციისა და ბირთვული იარაღის მწარმოებელი Atomic Weapons Establishment-ის კორპორაციის წარმომადგენლები გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო დიდ ბრიტანეთში 2000 წელს გაიქცა. ის 2006 წელს გარდაიცვალა. ამ საქმეში დღემდე კითხვები არსებობს. გარდაცვალების შემდეგ ლიტვინენკოს ორგანიზმში რადიოაქტიური ელემენტი „პოლონიუმ-210“ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები