გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 9 სამხედრო დაიღუპა, 29 კი დაიჭრა
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში 9 სამხედრო დაიღუპა, 29 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ სელეზნევმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ღამით ბრძოლები დებალცევოსთან და სტანიცა ლუგანსკაიასთან მიმდინარეობდა. არსებული მონაცემებით, „ბოევიკები“ უკრაინელი სამხედროების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლს სხვადასხვა სახის იარაღიდან უხსნიდნენ.