“ისლამურმა ხალიფატმა” ახალი ტერაქტების განხორციელების მუქარა გაავრცელა
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ხალიფატმა“ დასავლეთის ქვეყნებში ახალი ტერაქტების განხორციელების მუქარა გაავრცელა. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი მუქარები „ხალიფატის“ წარმომადგენლებმა აუდიო მიმართვების სახით ინტერნეტში გაავრცელეს.
შეგახსენებთ, პარიზში, სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ზე განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 10 იანვარს პორტ-დე-ვენსენში ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა. ფრანგული პოლიციის განცხადებით, ეს თავდასხმები „ისლამური ხალიფატის“ წარმომადგენლებმა განახორციელეს.