დონბასში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა დააწესა. „უკრაინის სამოქალაქო დაცვის კოდექსის შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო დონეზე საგანგებო სიტუაციას აღიარებს. უკრაინის მთავრობამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა იაცენიუკმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ვითარება გამძაფრდა. 24 იანვარს მარიუპოლში ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.