68 წლის ასაკში დემის რუსოსი გარდაიცვალა

68 წლის მომღერალი ათენში გუშინ დილით გარდაიცვალა, თუმცა მისი დაღუპვის შესახებ ოჯახმა მოგვიანებით განაცხადა. როგორც რუსოსის ოჯახის წევრები ამბობენ, საპარლამენტო არჩევნების დღეს მათ ამომრჩევლისთვის განწყობის გაფუჭება არ სურდათ და მომღერლის გარდაცვალების ამბავი დაგვიანებით გაასაჯაროვეს. დემის რუსოსმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მან სახელი ისეთი აღიარებული ჰიტებით გაითქვა, როგორიცაა: „Goodbye my Love“, „Goodbye“, „Forever“ და „Ever da Souvenirs“-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები