პოლონეთმა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა
პოლონეთი უკრაინის აღმოსავლეთით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა განაცხადა.
„პოლონელები იმის ღირსნი არიან, მათ გულწრფელად, მკვეთრად უთხრან, რომ პოლონეთი არ გეგმავს ომში ჩაბმას. პოლონეთი არანაირ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა კოპაჩმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლება ომში ჩაბმის ვარიანტზე უნდა დაფიქრდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი „ომში დანამდვილებით არავის არ გაგზავნის“.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ის უკრაინისთვის შეიარაღების მისაწოდებლად მზად იყო.