ეკა ბესელია: გომელაური შსს-ს დეპოლიტიზების ხაზს გააგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრის დანიშვნას სტრასბურგიდან პარლამენტის წევრი ეკა ბესელიაც გამოეხმაურა.
ეკა ბესელია მიესალმება ვახტანგ გომელაურის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შინაგან საქმეთა დეპოლიტიზების წამოწყებული პროცესი გაგრძელდება.
„ბატონ ვახტანგს კარგი პიროვნული თვისებები და ქმედითი, პროფესიონალური უნარ-ჩვევები გააჩნია, რომ ამ მნიშვნელოვან პოზიციას და პასუხისმგებლობას თავი გაართვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლო პოზიციაა. გამოცდილება, მენეჯერული თვისებები, მართვის უნარი, კოორდინირებული და ორგანიზებული მართვა ამ უწყების, მნიშვნელოვანია, და ეს თვისებები მას აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამინისტროს დეპოლიტიზების ხაზი, რომელიც დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა, შენარჩუნდება“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები