ირაკლი სესიაშვილი: შსს-ს რეფორმაში გომელაურის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

შსს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.
„ვულოცავ ბატონ ვახტანგს, მას წარმატებას ვუსურვებ და კრიმინალთან ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ. ბატონი ვახტანგი გამოცდილი კადრია და დიდხანს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ რთულ პერიოდში დაინიშნა ბატონი ვახტანგი, რამეთუ იცით, იგეგმება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, ამიტომ მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადეკვატურად და წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაური დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები