„ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო“
მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო, ამ გამოცხადებული ნდობისთვის, ვეცდები გავამართლო თქვენი ნდობა და ხალხის იმედი, – ამის შესახებ ახალწარდგენილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო, ამ გამოცხადებული ნდობისთვის, ვეცდები გავამართლო თქვენი ნდობა და ხალხის იმედი. ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობა, და ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.