ირაკლი კობახიძე: “ქართულ ოცნებაში” არის პრობლემები, რაზეც მე ინფორმირებული ვარ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიაში გარკვეული პრობლემებია, თუმცა მისი მდივნად დანიშვნის შემთხვევაში, ის მაქსიმალურად შეეცდება მასზე ნაკისრი მოვალეობების ღირსეულად შესრულებას.
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ახლა არ დაწყებულა, „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან მისი მხარდამჭერი ვარ. არა მარტო მხარდამჭერი, არამედ მისი წევრიც. უბრალოდ, ახლა საუბარია იმაზე, რომ აქტიურად ჩავერთო პარტიის საქმიანობაში. გეგმებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ პარტიას ყველა მიმართულებით სერიოზული გაძლიერება სჭირდება. მე ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ. ასე რომ არ იყოს, ცხადია, შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. პარტიაში არის პრობლემები, რაზეც მე ინფორმირებული ვარ. განსაკუთრებით პრობლემებია პარტიის რეგიონულ ოფისებში. არის ფინანსური სახის პრობლემებიც. ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ რეგიონული ოფისები, საჭიროა მათი რეორგანიზაცია, და თუ ამ თანამდებობაზე დავინიშნები, მაშინ ადგილზე გავეცნობით სიტუაციას – თუ სად რა სახის პრობლემაა და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, სად რა უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები