ემზარ კვიციანს სამშობლოში დააკავებენ
რვაწლიანი ძებნის შემდეგ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი სამშობლოში დღეს ბრუნდება. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. ქართველი სამართალდამცველები სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით ძებნილ ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე დააკავებენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. შეგახსენებთ ასევე, რომ პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.