“ნატო-ში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
როგორც მან განმარტა, მართალია, ლევან დოლიძე დღეს ტოვებს ოფიციალურად პოსტს, მაგრამ პროცედურების გავლა აუცილებელია.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. რომ გითხრათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე არ მუშაობს, ეს იქნება დიდი დანაშაული. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რადგან ნატო არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება და იქ ახალი ხელმძღვანელი მნიშვნელოვანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდის მსჯელობა, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები