გიორგი მაისურაძის საჯარო ლექცია გაიმართება

27 იანვარს, 19:00 საათზე მწერალთა სახლი ციკლიდან „საუბრები ლიტერატურაზე“, გიორგი მაისურაძის საჯარო ლექციას „ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში“ – არათავისუფლება, როგორც მხატვრული შემოქმედების გარემო-პირობა გაიმართება. პოლიტიკურად არათავისუფალი, რეპრესიული გარემო, როგორიცაა ტოტალიტარიზმი, ან არალიბერალური და არადემოკრატიული საზოგადოებრივი სისტემები, რომლებიც მიმართული არიან შემოქმედებითი თუ სააზროვნო თავისუფლებების წინააღმდეგ, ქმნის ისეთ პირობებს, რომელშიც ადამიანს, სწორედ ამ არათავისუფალი გარემოს მხრიდან ძალადობრივი წნეხის შედეგად, ექსტრემალური გამოცდილებების მიღების საშუალება ეძლევა.
ამგვარი გამოცდილება მხატვრული შემოქმედების არა მხოლოდ მასალაა, არამედ მისი გამოსახვით, ხელოვანი ყოფიერების ისეთ სიღრმეებში ჩაღწევას ახერხებს, რომლებიც პოლიტიკური თავისუფლების პირობებსა თუ „ნორმალურ“ ყოფით გარემოში უხილავია. ამდენად, არათავისუფალი თუ რეპრესიული გარემო შემოქმედებითი პოტენციალის გარემოცაა. ხელოვანის სუვერენულობა კი არანაირად არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ თავისუფლებაზე. პირიქით, ლიბერალური გარემო ამარტივებს და აზედაპირულებს შემოქმედებით პროცესს. სწორედ ამ პროცესზე და პრობლემებზე ისაუბრებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საჯარო ლექციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები