26 იანვარი

09:50
მთავრობის ადმინისტრაციაში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული მოლაპარაკებები და პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.
10:00
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნა, ჭიკაიძის გადადგომა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ნაძალადევის რაიონის 56-ე ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა მოინახულებენ. მისამართი: გურამიშვილის 4, კინო საქართველოსთან. საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 17 30 04
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, სულხან მოლაშვილი, ადვოკატი ლექსო კობაიძე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, „საზოგადოებრივი მარშალის“ ხელმძღვანელი ოთო სტეფანიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ემზარ კვიციანი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია – საზოგადოებრივი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და ვიდეო-ჩვენება.
11:00
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ს ესტუმრებიან და საგზაო მოძრაობის დარეგულირების კუთხით წარმოებულ სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ.
11:30
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე- 2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ექსპორტის კლების რეალური მიზეზები
11:30
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავენ.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, პრეზიდენტი კანდიდატებს შორის“. მისამართი: კოსტავას ქ. №68 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:45
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი კახაბერ ერაძე, საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი ია ერაძე და საქართველოს ბიზნესის აკადემიის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პასუხი დენის დავითაშვილის მიერ საქართველოს ბიზნესის აკადემიის მიმართ პრესაში გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებაზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჭიკაიძის გადადგომა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ვაზაგაშვილის საქმესა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ორგანიზებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (ზუგდიდის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო “რესპუბლიკა”) კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს.
12:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვაზაგაშვილის საქმესა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ემზარ კვიციანის ადვოკატები მორალური ზიანის დაკისრების მიზნით, ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძეს და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ. საკონტაქტო ნომერი: 598 54 94 84
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, ვაზაგაშვილის საქმესა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ჯავახიშვილის ქ. №88
13:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, 10-18 აპრილს თბილისში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის პრესკონფერენცია გაიმართება.
13:30
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია – „არა ნაცტერორიზმს” გაიმართება, აქცია პარლამენტამდე მსვლელობით გაგრძელდება.
16:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, გამოფენა “სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი” გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზ. №3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები