ირაკლი ფირცხალავა: მე და ჩემი მეგობრები ველოდებით, რომ დაგვაკავებენ



მე და ჩემი მეგობრები ველოდებით, რომ დაგვაკავებენ, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. ფირცხალავას განცხადებით, ის ელოდება დაკავებას, რადგან იური ვაზაგაშვილის მკვლელმა ამ ქმედებით ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა.
“ნანობთ, რაც მოხდა?”- ამ კითხვით მიმართა შალვა რამიშვილმა ფირცხალავას, რაზეც მან უპასუხა: “რა თქმა უნდა, შალვა, ჩვენ პოლიციელები ვართ. ჩვენი იდეაფიქსი არ არის ვინმეს მოკვლა თუნდაც ეს იყოს დამნაშავე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები