ვისი ბრძანებით მონაწილეობდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში სპეცრაზმი – ირაკლი ფირცხალავა გვარს ასახელებს


ვისი ბრძანებით მონაწილეობდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში სპეცრაზმი, – ცოტნე გამსახურდიას ამ შეკითხვას კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, გადაცემა „იმედის კვირაში“ უპასუხა. ფირცხალავას განცხადებით, აღნიშნულ ბრძანებას შს მინისტრის მოადგილე გასცემდა. მისი თქმით, ეს პირი შალვა ჯანაშვილი იყო.
„წესია საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღემდე, სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყვანა ხდება მხოლოდ მათი კურატორი, მინისტრის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში. ისე სპეცდანიშნულების რაზმები ქუჩაში არ დაძრწიან, არანაირ ღონისძიებებს არ ატარებენ. მაშინ კურატორი იყო შალვა ჯანაშვილი, რას ცვლის ეს? დანაშაულია სპეცრაზმის გამოყვანა? ვანო მერაბიშვილს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა იმისთვის, მას სცოდნოდა სპეცდანიშნულების რაზმი სად გამოიყენებოდა, ამას წყვიტავდა მხოლოდ მინისტის მოადგილე, რომელიც კურირებდა“, – განაცხდა ფირცხალავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები