ირაკლი ფირცხალავამ კორტებთან ჩაცხრილულ ახალგაზრდებს კრიმინალები უწოდა – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში (ვიდეო)


კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, გადაცემა „იმედის კვირაში“ იმ პირების დანაშაულებრივი წარსულის შესახებ ისაუბრა, რომლებიც 2006 წლის 2 მაისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაიცვალნენ. მისივე თქმით, სპეცოპერაციის ჩატარება კორტებთან არ იგეგმებოდა, მაგრამ შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია, რადგან პოლიციელებს კრიმინალებმა გაუხსნეს ცეცხლი.
„მე ჩამოვთვლი ვინ იყო ამ ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც ორჯერ იყო მანამდე ნასამართლევი ჯგუფური ყაჩაღობისთვის, უკვე კანონიერი ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო; ზურაბ ვაზაგაშვილი, რომელსაც თბილისელი ორი ოჯახი – პაპუაშვილების და გაბუნიას ოჯახი ადანაშაულებს მათი შვილების მკვლელობაში“, – აღნიშნა ფირცხალავამ და იმ პირების დანაშაულებიც გაიხსენა, რომლებიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას გადაურჩნენ.
„ფუთურიძე, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ როდესაც მანქანა გაჩერდა, მან არ შეწყვიტა სროლა და გადატენილი მაკაროვით გადმოჰყავთ ის და უვარდება ხელიდან; და მეოთხე – ედუარდ სინდოიანი, რეციდივისტი, მრავალჯერ ნასამართლევი, რომელიც დღეს სამუდამო სასჯელს იხდის უკრაინაში, მან ყაჩაღობის დროს ქალს თავი მოაჭრა. აი ესენი იყვნენ ის პიროვნებები. ამიტომ იმის ალბათობა, რომ აქ ვიღაცამ რაღაცა ჩაატარა არის ძალიან ნაკლები. მაგ ადგილას არ იგეგმებოდა ეს ღონისძიება, შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია, სადაც კრიმინალებმა გაუხსნეს ცეცხლი პოლიციელებს“, – განაცხადა ფირცხალავამ.
ირაკლი ფირცხალავას საუბარი ცოტნე გამსახურდიამ შეაწყვეტინა, რომელმაც ყოფილ მაღალჩინოსანს ურჩია მისი და მისი ძმის წარსულზე ესაუბრა. დიალოგი მწვავე დებატებში გადაიზარდა.
„საკუთარ ბიოგრაფიაზე და საკუთარი ძმის ბიოგრაფიაზე ილაპარაკოს. მაგალითად იმაზე, იყო თუ არა მისი ძმა ნარკოდანაშაულზე დაკავებული. ისაუბროს საკუთარ ბიოგრაფიაზე, მაგალითად, კონსტანტინე კოკაიას ბრალდებებზე, რომელმაც მისი ცოლის სახელზე გადააფორმა მილიონი დოლარის ქონება. თუ ასე ზოგადად შეგვიძლია ლაპარაკი, თუ არადა კონკრეტულად ვისაუბროთ კონკრეტულ დანაშაულზე და ვაზაგაშვილების საქმეზე, რაშიც მას პირადად სდებდა ბრალს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი. თუ გინდათ რომ ახლა ამას უსმინოთ და აქ ბუზის გაფრენა ისმოდეს? ამისნაირები იცით რამდენი მაქვს მოსმენილი? ეს არის შევარდნაძისდროინდელი ოპერი“, – განაცხადა გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები