მინდია ჯანელიძე: ვაზაგაშვილის საქმეში დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან

ვინც ეს ჩაიდინა საკადრისად დაისჯება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავეები კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
„ცალსახაა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს გააკეთა საკადრისად დაისჯება. კანონის წინაშე აგებენ მთელი სიმკაცრით პასუხს“, – აღნიშნა ჯანელიძემ სოფელ ყარაფილაში, სადაც ის ვაზაგაშვილის დაკრძალვას ესწორებოდა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები