კოლორადოში “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის სურვილისთვის გოგონას 4 წელი მიუსაჯეს (ვიდეო)

აშშ-ს შტატ კოლორადოში, “ისლამური სახელმწიფოს” წევრობის სურვილისთვის 19 წლის გოგონას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შენონ კონლი, კოლორადოს სასამართლომ იმისთვის გაასამართლა, რომ მან საჯაროდ გამოხატა სურვილი ყოფილიყო “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ორგანიზებული ტერაქტების მონაწილე. უკიდურეს შემთხვევაში, კი რომელიმე ისლამელი ექსტრემისტის მეუღლე. საინფორმაციო სააგენტო CNN-ი იუწყება, რომ საკუთარი თავის გამართლებას, სასამართლოში გოგონა ერთი წინადადებით შეეცადა: “მე მინდა გავხდე მუსულმანი ექსტრემისტების დამცველი”.
რაც შეეხება მოსამართლეს, მის მიერ გამოტანილი ვერდიქტის არგუმენტად მან ის მოიყვანა, რომ აღნიშნული განაჩენი სხვა ახალგაზრდებს გონებას გაუნათებდა და პოტენციურ დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენამდე შეაკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები