ევროკავშირი რუსეთს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა რუსეთს მინსკის ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით კი რუსეთს მის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრიანიდან სამხედრო დანაყოფების გამოყვანა ევალება.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების მოგვარებაზე და ყველა ღონე იხმაროს ძალადობის შესაჩერებლად. რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც მას მინსკის ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბერლინში,„ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო უკრიანიდან ჯარების გასაყვანად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკრაინაც იგივეს გააკეთებდა. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები