იური ვაზაგაშვილის ცხედარს “ჯაზუდან” სამების ტაძარში გადაასვენებენ
იური ვაზაგაშვილის ცხედარს დღეს, “ჯაზუდან” 16.00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ტაძარში საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება.
სამების საკათედრო ტაძრიდან, 20:00 საათზე, ვაზაგაშვილს მშობლიურ სოფელში ყარაფილაში გადაასვენებენ.
25 იანვარს კი მას შვილის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.