რუსეთის დუმა აფხაზეთთან დადებული “ხელშეკრულების” რატიფიცირებას გეგმავს

რუსეთის დუმაში დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს დსთ-ს კომიტეტმა უკვე მიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ეს ისტორიული მომენტი იქნება და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სახელმწიფოთა შორის ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციის საფუძველი გახდება. მისივე თქმით, ამ დრომდე რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა უკვე 80-მდე ცალკეულ შეთანხმებას მიაღწიეს სხვადასხვა სფეროში. “22 იანვარს წლევანდელ პირველ საკომიტეტო სხდომაზე დსთ-ს საკითხთა კომიტეტი აპირებს შეთანხმების განხილვას და შესთავაზებს “დუმას” 23 იანვრის სხდომაზე მისი რატიფიცირებისთვის გატანას”, – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. მოსალოდნელი რატიფიცირება დუმის ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები