არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, თურქეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე დ.ჰ.-ის ბარგის დათვალიერებისას, 2676,26 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 126 801,21 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა აჭარის ფინანსურ პოლიციას.