“ხელოვნურად გავლებული საზღვრები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას“

  საქართველის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი ე.წ ბორდერიზაციის პროცესით ადგილზე შეშფოთებულია. მისი განცხადებით, ხელოვნურად გავლებული საზღვრები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას და კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს. პრეზიდენტი მსოფლიოს მიმართავს და მცოცავი ოკუპაციის მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას მოუწოდებს. “მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლებსაც მავთულხლართების მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება გაეროს სულისკვეთებას, ეუთოს დეკლარაციებს, რომელზეც რუსეთმაც მოაწერა ხელი. მინდა საერთაშორისო საზოგადოებას მივმართო, რომ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლოს ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც კონფლიქტის გართულებისაკენაა მიმართული“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები