ნინო კობახიძე ცილისწამებისთვის მაღალი ჯარიმების დაწესების მომხრეა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ცილისწამებისთვის მაღალი ჯარიმების დაწესების მომხრეა. როგორც კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სანამ ჯარიმები არ დაწესდება, მანამდე მოსახლეობა მსგავს აგრესიულ გარემოში იქნება. მისივე თქმით, ტყუილის ტირაჟირებით მომავალ თაობებს ფსიქიკას უფუჭებენ.
“ტყუილები და ცილისწამება სანამ დიდი ჯარიმებით არ დაისჯება და ადამიანებს არ გამოუმუშავდებათ იმის შეგრძნება, რომ ამდენი ტყუილის ტირაჟირებით თაობებს უფუჭებენ ფსიქიკას, მანამდე ასეთ აგრესიულ გარემოში ვიქნებით!”, – წერს კობახიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ამ პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი კობახიძეს ცილისწამების აქტთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას აცნობს და აღნიშნავს, რომ ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ ეწინააღმდეგება.
“ამ კანონის არსებობას არც ერთი ცივილიზირებულ სამყაროში არ დაუზიანებია ძირითადი ფასეულობები. ამ კანონმა უბრალოდ განამტკიცა ადამიანის ძირეული უფლება ა) ჰქონდეს უფლება არავის მიაყენებინოს შეურაცყოფა ბ) მოითხოვოს დასაბუთება, როდესაც შეურაცყოფას მიაყენებენ და ცილს წამებენ და გ) მოითხოვოს ბოდიშის მოხდა ან სხვაგვარი კომპენსაცია. აუცილებლად შესამუშავებელი კანონია. გაუჭირდება – ისევე როგორც ანტი-დისკრიმინაციულს, მაგრამ ეგეთივე flagship law გახდება თქვენი მთავრობის, როგორც ანტი-დისკრიმინაციულია, როდესაც გავა!”, – წერს ლიკა შავიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები