უკრაინის პრეზიდენტი დავოსის ფორუმზე აფეთქებული ავტობუსის ნაწილით ხელში გამოვიდა

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას ხელში ვოლნოვახში აფეთქებული ავტობუსის ნაწილი ეჭირა.
მან შეკრებილ საზოგადოებას ემოციური და ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა.
მისი თქმით,უკრაინაში ახლა 9 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, 500–ზე მეტი ტანკი და მძიმე შეიარაღება იმყოფება.
“გპირდებით, რომ უკრაინაში სტაბილური ვითარება იქნება, თუ რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. კერძოდ, ჩაკეტავს საზღვარს და გაიყვანს თავის ჯარს ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან. უკრაინაში ახლა 9 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, 500–ზე მეტი ტანკი და მძიმე შეიარაღება იმყოფება. თუ ეს აგრესია არ არის, მაშინ რა არის აგრესია? მე ხელში მიჭირავს ფრაგმენტი ვოლნოვახის ავტობუსის, რომელიც რუსული ჭურვით ააფეთქეს. ეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის სიმბოლოა”,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები