სოხუმის პროზექტურიდან გატაცებულ ქართველთა ცხედრები საიდუმლოდ დაკრძალეს

სოხუმის პროზექტურიდან გატაცებული 3 ქართველის ცხედარი საიდუმლოდ დაკრძალეს, – ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. ცნობილია, რომ ცხედრები „ოპერატიული სამსახურების“ თანამშრომლებმა დაასაფლავეს. „დასაფლავების და დაკრძალვის საქმის შესახებ კანონის“ მე-14 მუხლის თანახმად, ცხედრები იმ პირებისაა, რომელთა სიკვდილი მათი ტერორისტული აქტის შეჩერების დროს დადგა. ცხედრები ნათესავებს არ გადაეცემათ და მათი დასაფლავების ადგილიც საიდუმლოდ დარჩება“, – განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის „გენერალურმა პროკურორმა“ ალექსეი ლომიამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე 3 ქართველის გვამი სოხუმის პროზექტურიდან გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები