გარდაიცვალა პაკო დე ლუსია

  ესპანელი გიტარისტი, მსოფლიოში ფლამენგოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი პაკო დე ლუსია 67 წლის ასაკში მექსიკაში გარდაიცვალა. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, დასვენების დროს პლაჟზე ყოფნისას პაკო დე ლუსია მოულოდნელად ცუდად გახდა. წინასწარი მონაცემებით, იგი გულის შეტევისგან გარდაიცვალა. გიტარისტმა ფლამენგოს შესრულება 11 წლის ასაკში დაიწყო. 19 წლისამ კი პირველი ალბომი ჩაწერა. პაკო დე ლუსია ,,ახალი ფლამენგოს“ შესრულების პიონერად ითვლება. იგი ასევე კლასიკურ ნაწარმოებებსა და ჯაზურ კომპოზიციებსაც ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები